გეპატიჟებით ,,მარელისში“
მარელისიდა მუვუყვებით მდინარე ბჟოლიხევის ულამაზეს ხეობას რომელსაც მარჯვნივ ერთვის არჯოლა. სახვლართან ტურისტულ ბილიკს რკინისჯვრის უღელტეხილსა და ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს–სამეცხვარიოს მთისაკენ მივავართ, მეორეს კი ლომის მთისაკენ სიდანაც შესაძლებელია დაშვება ბორჯომის მიმართულებით.
უმშვენიერესი ბუნების წიაღში, გოლიათი მთების გრანდიოზულობასა და სიმწვანეში გამჭირვალე თვალივით ბრწყინავს საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული კუთხე–იმერეთი
მისი პირველყოფილი ბუნების განუმეორებელი მშვენიერება, გიჟმაჟი მდინარეები მთის ფერდობებს ბუდეებივით შეხიზნული კოპწია იმერული ოდა–სახლები, გამორჩეული სტუმართ–მასპინძლობის წესი და დახვეწილი ზემო იმერული სიდარბაისლე ოდიდგანვე იპყრობდა მნახველის გულსა და თვალს. აქ რაღაც საოცარი, პირველქმნილი მშვენიერებით საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებულ იქნა ბუნებისა და ადამიანების სიწმინდე, სიდიადე, სრულყოფილება.
1995 წელს საქართველოს შუაგულში შესანიშნავი ბუნების წალკოტში დაარსდა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი რომელსაც PAN PARK_ის წოდება აქვს.
პარკის ტერიტორია ისტორიულად, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით გამორჩეულია. აქ უძველესი დროიდან არსებობდა გზა, რომელიც სამცხედან რკინისჯვრის უღელტეხილით იმერეთში გადადიოდა. აქ დღესაც ნახავთ ქვაფენილიან გზებს რომელიც სანახევროდ ხავსიდაა დაფარული.
სოფელ „მარელისში“ გახსნილია მცველთა საგუშაგოები რომლებიც აკონტროლებენ პარკის შესასვლელებს. ასევე განლაგებულია ტურისტული თავშესაფრები. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, გაისეირნოთ ცხენით, მოაწყოთ ლაშქრობები ველურ ბუნებაში, ეწვიოთ ისტორიულ ადგილებს, ეზიაროთ უძველეს ქართულ იმერულ ტრადიციებს და დატკბეთ იმერული სტუმართმოყვარეობით.
„მარელისი“ რომელიც გვთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ურთიერთანამშრომლობს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მინიჭებული აქვს PAN PARK_ების ლოგო. ეს კი გარანტიაა იმისა რომ თქვენი ვიზიტით ხელს უწყობთ ბუნების დაცვას.
მარელისიდა მუვუყვებით მდინარე ბჟოლიხევის ულამაზეს ხეობას რომელსაც მარჯვნივ ერთვის არჯოლა. სახვლართან ტურისტულ ბილიკს რკინისჯვრის უღელტეხილსა და ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს–სამეცხვარიოს მთისაკენ მივავართ, მეორეს კი ლომის მთისაკენ სიდანაც შესაძლებელია დაშვება ბორჯომის მიმართულებით.
პარკში ბინადრობენ: პოცხვერი, ირები, ტყის კატა, მურა დათვი, აფთარი, გვხვდება ასევე კავკასიური სალამანდრა, ტრიტონი... ფრინველებიდან აღსანიშნავია მთის არწივი, კავკასიური როჭო. მდინარეებში გავრცელებულია კალმახი. ეროვნული პარკის მთიანეთში არის ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლები: ურთხმლის, წიფლის, ძელქვის, ცაცხვის მუხის და სხა.
მარელისიდან დაწყებული მარშუტით ტურისტებს შეუძლიათ ყველა იმ სილამაზის და ისტორიული ტერიტორიების მონახულება, რომელიც ამ პარკს უკავშირდება.
მარელისი ჩემი მშობლიური სოფელია მისი ულამაზესი ადგილები ფეხდა–ფეხ მაქვს დავლილი. კარგია, რომ დღეს ეს ტერიტორია დაცულია. სოფელში ხშირად ვხვდებით ხოლმე უცხოელებს რომლებიც მისი სილამაზით ტკბებიან და აქ ტურიზმის განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა.
თემის ფასილიტატორი: ბესიკი ექსეულიძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: besoeqseulidze@gmail.com
თემის ფასილიტატორი: ბესიკი ექსეულიძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: besoeqseulidze@gmail.com